top of page

​გვერდი: www.levanelizbarashvili.ge  არის შემეცნებითი გვერდი, სადაც სხვადასხვა თემებზე წარმოდგენილია ჩემი მოსაზრებები, რომელიც თავის მხრივ დამყარებულია სტატისტიკურ მონაცემებზე და პირად გამოცდილებაზე.​

 

მადლობა, რომ ეწვიეთ ჩემს გვერდს

ჩემს შესახებ

მე ვარ ლევან ელიზბარაშვილი

მარკეტინგის და ეკონომიკური მიმართულების კონსულტანტი, პრაქტიკოსი, რომელიც მომსახურებას ვუწევ და ვუწევდი სხვადახვა სექტორში მოღვაწე კომპანიებს

  • Facebook
  • LinkedIn

ჩემი ისტორია

გვერდის შექმნის ამბიცია განპირობებულია სწორედ ჩემი ისტორიით და რამდენიმე სხვა ფაქტორით:

  • ჩემი ოჯახი და წინაპრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში, რითაც ცდილობდნენ მცირე წვლილი შეეტანათა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაში.

  • 2005 წლიდან მოყოლებული აქტიურად ვარ ჩართული ეკონომიკურ საქმინობაში. შეხება მქონია და მაქვს სხვადასხვა სფეროსთან, მაგალითად: ტურიზმი, უძრავი ქონება, სურსათის წარმოება, კვების ინდუსტრია, განათლების სფერო და სხვა.

  • ჩვენი თანამედროვე ეკონომიკის ასაკი მცირე უფლებას მაძლევს სხვადასხვა სტატიებითა და სტასტიკური ინფორმაციის ანალიზით გამოვთქვა ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული მოსაზრებები. თქვენის ნებართვით მსურს გავიხსენო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორი კლიმენტი ელიზბარაშივილი (პაპაჩემი) რომელმაც საერთო ჯამში სხვადასხვა სახის 1134 სტატია გამოაქვეყნა და ვფიქრობ ამით დაინტერესებულ საზოგადოებას, მცირე სიკეთე მაინც მოუტანა.

  • ასე რომ მეც ამ გამოცდილებით შთაგონებული ავყევი წერას :)

  • სტატიები იქნება მხოლოდ პოპულარულ ენაზე. ჩემი მიზანი არ არის სტატიებს მიენიჭოს სამეცნიერო ნაშრომის სტატუსი.                                                                                                              იმედი მაქვს ყოველივე საინტერესო იქნება თქვენთვის და იქნება ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც რამეში მაინც გამოადგება ჩემი ანალიზი. 

საკონტაქტო ინფორმაცია

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ 

bottom of page